„ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, რომ რევოლუცია მოეხდინა“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.

„ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ  მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა, აგრესიული მედია კამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული ყოფილი პარლამენტარის ცემით.

კერძო ტელევიზია „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი. ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა, ეს არის ამბავი. მე არ მინდა, რომ ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა, გაგცეთ კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები