,,დღეს სამყაროს შავ-თეთრად უნდა უყურებდე, ან რუსულ გენოციდს უჭერ მხარს ან უკრაინას”- პოდოლიაკი

,,ან რუსული გენოციდს უჭერ მხარს, ან ყველგან და ყოველთვის უკრაინის, მისი დამხმარე კოალიციისა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგახარ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს.

მისი თქმით, დღეს სამყაროს შავ-თეთრად უნდა უყურებდე.

,,დღეს ის დროა, როცა სამყაროს შავ-თეთრად უნდა უყურებდე. არ არსებობს შუალედური ტონები. ან რუსული გენოციდს და პუტინის მიერ კაცობრიობისა და უკრაინის წინაშე გამოცხადებულ ომს უჭერ მხარს, ან ყველგან და ყოველთვის უკრაინის, მისი დამხმარე კოალიციისა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგახარ. დროა, უნგრეთის მთავრობამ და რუსმა პოლიტიკურ-კულტურულმა ემიგრანტებმა ეს ერთხელ და სამუდამოდ ეს გაანალიზონ”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები