გურიაში იუსტიციის სახლი გაქურდეს 15.02.2023 მედიაცენტრი მთავარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მდებარე იუსტიციის სახლში ქურდობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა შენობაში მდგარი “ლიბერთი ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და თანხა წაიღეს. დაზიანებულია იუსტიციის სახლის შენობაც.