სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა

სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე 13 ერთეული კახური ჯიშის ღორი ჰყავდა გამოყვანილი, საბოლოოდ მხოლოდ ორი კახური ჯიშის სანეზვე ბურვაკი გაიყიდა.

აუქციონზე ცამეტივე ღორი (საკერატე ბურვაკი, სანეზვე ბურვაკი, ნეზვი) ცალ-ცალკე ლოტად იყო გამოყვანილი და მათი ღირებულება 165 ლარიდან იწყებოდა და 850 ლარამდე მერყეობდა.

ამასთან, აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ღორების  წინასწარ ნახვა მეღორეობის ფერმაში გამოცხადებული კარანტინის გამო, არ შეეძლო.

მსგავსი თემები