,,გონების კარგვაზე მე არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერი მომენტში რომ შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ”ადამიანი მომაკვდავია“.
ამასთან, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძის დასაბუთებასაც გამოეხმაურა.
„ძალიან ცუდადაა დასაბუთებული, სუსტად, არა უბრალოდ მავნებლურად, არამედ, მესამე კლასელის დაწერილს ჰგავს. მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანის დაწერილიც არაა და პირდაპირ დაწერილი დაუდეს“,- განაცხადა გიული ალასანიამ.