,,რუსეთმა ევროპაში ომი კვლავ დააბრუნა, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას”- ჯოზეფ ბორელი

,,რუსეთმა ევროპაში ომი კვლავ დააბრუნა, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას” – ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო პირების და მათი ცხოვრების პირობების დაცვა პრიორიტეტია.

„მოხარული ვარ განვუცხადო უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს, რომ ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია დამატებით 15 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის, რაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის მიერ სწავლება გატარებულ პერსონალს 30 000-მდე გაზრდის. ამასთან, ვაცნობე მთავრობის მეთაურს, რომ ევროკავშირი 25 მილიონ ევროს გამოყოფს განაღმვითი სამუშაოებისთვის. სამოქალაქო პირებისა და მათი ცხოვრების პირობების დაცვა პრიორიტეტია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები