გერმანიაში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დააკავეს

გერმანიაში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი პოლიციამ დააკავა. მედიის ინფორმაციით, ის გერმანიის დასავლეთ ნაწილში ქვანახშირის მაღაროს გაფართოებას აპროტესტებდა.

პოლიციის განცხადებით, ტუნბერგი არ დაუპატიმრებიათ და მას პირადობის მოწომობის გადამოწმების შემდეგ გაათავისუფლებენ.

შვედ ეკოაქტივისტთან ერთად, გერმანიის პოლიციამ დააკავა კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი მაღაროში ჩახტა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვანახშირის მაღაროების არსებობა გერმანიის მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესს აფერხებს.

გერმანიის მთავრობამ დადო პირობა, რომ ქვანახშირის გამოყენებას 2038 წლისთვის შეწყვეტს.

მსგავსი თემები