,,დიაგნოზი წარმოადგენს სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დიაგნოზებისასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას განაცხადა.

„ძირითადი დიაგნოზები, რაც ჩვენი მხრიდან იქნა გამოტანილი, ამ ეტაპზეც, რჩება დაუზუსტებელი დემენცია. ეს დიაგნოზი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს. ამ ბრძანების შესაბამისად ფსიქიატრია ხვდება ამ ჩამონათვალში. ეს არის ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რომელიც იქნა გამოტანილი და ამ ეტაპზე, მიუხედავად ტოქსიკოლოგის დასკვნისა, ვრჩებით ამ კოდის ფარგლებში. ინტოქსიკაციით გამოწვეული დემენციაც რჩება ამ ბრძანებაში. ინტოქსიკაციაზეც ალბათ გვექნება დრო და ვისაუბრებთ, არის აუცილებელი კიდევ სხვა კვლევები ჩატარდეს და დაზუსტდეს უნდა ნეიროტოქსიკური აგენტები. მეორე დიაგნოზს რაც შეეხება, რომელიც ასევე იქნა ჩვენ მიერ გამოტანილი, არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ნევროლოგიური კუთხით, არის ბევრი დიაგნოზი, აქ არაა სხვაობა არც „ვივამედის“, არც პენიტენციურის და არც გორის ჰოსპიტლის დიაგნოზებთან. ეს არის დიაგნოზები, ძირითადად, პოლინეიროპათია, ენცელოპათია, ასევე დაზიანებულია ცენტრალური ნერვული სისტემა, დაზიანებულია პერიფერიული ნერვული სისტემა, დაზიანებულია ზურგის ტვინი. ეს ყველა დიაგნოზი დასტურდება კლინიკა „ვივამედის“ კვლევებით, გორის ჰოსპიტლის კვლევებით და ა.შ. ამ ეტაპზე, ყველა ამ მონაცემით, ამ ბრძანების შესაბამისად, მუხლი #6 – ნერვული სისტემის დაავადებები და მუხლი #5 ფსიქიკური აშლილობანი, არის გათავისუფლების საფუძვლები“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მსგავსი თემები