დამანგრეველი მიწისძვრა ინდონეზიაში – ბიძგების სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა

ინდონეზიის კუნძულ ტანიმბასში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად კუნძულზე რამდენიმე შენობა დაინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ბიძგები იგრძნობოდა ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილშიც.

Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ექსპერტებმა მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის საშიშროება გამორიცხეს.

მსგავსი თემები