„საკვებს ვერ იღებს, არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარს ამბობს საკვების მიღებაზე. მისივე თქმით, მდგომარეობა მძიმეა და მოძრაობა არ შეუძლია.

„საკვებს ვერ იღებს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. კატეგორიულად უარს ამბობს. ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის კომპენსაცია, გადასხმით ან რაღაცით. მამშვიდებს, წყნარად იყავი, ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორ იქნება კარგად, არ ვიცი, რადგან ვხედავ, რომ ყველაფერი ცუდად არის. პრაქტიკულად სულ წევს, ასეთ მდგომარეობაში ადრე არ ყოფილა. ეს რამდენიმე დღეა სულ წევს. არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა. ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ არის მძიმე მდგომარეობა, ეს ეხება ხერხემალს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები