ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს

ჰოლივუდის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს. ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“მე გავაგრძელებ გავაკეთო ყველაფერი, რასაც შევძლებ, რათა მომდევნო წლებში მხარი დავუჭირო ლტოლვილებს და სხვა იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. გაეროში 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, ვგრძნობ, რომ დროა ვიმუშაო სხვაგვარად, უშუალოდ ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან”, – თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობდა. კეთილი ნების ელჩად კი 2012 წელს დაინიშნა. გაეროს ინფორმაციით, ბოლო 21 წლის განმავლობაში მსახიობმა 60-ზე მეტ საველე მისიაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები