„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების განცხადებით, უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარი შეაგროვეს  და განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მეტ ფინანსურ დახმარებას გაიღებენ.

„2022 წელს ჩვენ მოვახდინეთ 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მხარდაჭერის მობილიზება, მათ შორისაა 9,5 მილიარდი აშშ დოლარის ვალდებულებები, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაფაროს თავისი ფინანსური ხარვეზი და გააგრძელოს უკრაინელი ხალხისთვის ძირითადი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით „დიდი შვიდეულისა“ და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმდინარე მუშაობას უკრაინის შემდგომი მნიშვნელოვანი დაფინანსების თაობაზე, განსაკუთრებით ევროპული კომისიის წინადადების ჩათვლით, 9 მილიარდ ევრომდე დამატებითი მაკროფინანსური დახმარების შესახებ. უკრაინის სახელმწიფო საწარმოებისა და კერძო სექტორის დამატებითი გეგმური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მეშვეობით 3,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მთელი ომის განმავლობაში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გავაკეთოთ მეტი“, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები