„გრინსერვის პლუსის“ დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალი აბსურდულია  

ადვოკატი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიისთვის დაკავებული “გრინსერვის პლუსის” წარმომადგენლებს შეხვდა. ლაშა ფურცხვანიძის,  დევი კახოიძისა და ბექა მირღვლიანის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლების არანაირი ბრალეულობა არ იკვეთება.

„საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შევხვდი სამივე პიროვნებას, ვისაც მე ვიცავ. ბრალდება არის აბსურდი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის. ამჟამად გადაიყვანენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბრალის ფორმულირება ჯერ არ ვიცით. მეტის თქმა მხოლოდ მაშინ შემეძლება, როცა ბრალს წარუდგენენ”, – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ინფორმაციითვის, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები