ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს

ამ წუთებში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. პოლიციაში მიიყვანეს სხვა დაკავებულებიც. მათ ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.

გრინსერვის პლუსის” ხელძღვანელის ადვოკატიც  ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი უფლებადამცველიც მივიდა, თუმცა, წინასწარი შეფასებები არ გაუკეთებია. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ შეეძლება საქმეზე საუბარი, როცა ფურცხვანიძეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მსგავსი თემები