,,ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს”- ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

,,ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„რამდენადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. გავაგრძელებთ თურქეთთან თანამშრომლობას დასავლეთთან მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად. ვიმუშავებთ ევროპისთვის ტერორისტული საფრთხეების აღკვეთაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი თემები