ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან ჩეხეთის ტერიტორიაზე შენგენის გარე საზღვრებით – კერძოდ კი, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტით – ტურიზმის, სპორტის ან კულტურის მიზნით, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ“ , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 25 ოქტომბერს შევა და გავრცელდება რუს მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი შენგენის ვიზა.

 

მსგავსი თემები