,,ეს არის სრული სისულელე”- კახა კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირზე

თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, სატვირთო, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა, სრული სისულელელეს უწოდებს.

„ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით… საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები