საქართველომ პორტუგალია 23:14-ით დაამარცხა

რაგბის ვარსკვლავმა, დავით ნინიაშვილმა ლელო ისევ დადო. ქუთაისის არენაზე საქართველოსა და პორტუგალიის შერკინება რამდენიმე წუთის უკან დასრულდა. საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 23:14-ით დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში კი მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა და გამარჯვებით დაგვირგვინდა.

მსგავსი თემები