„სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება“ – სახალხო დამცველის წარმომადგენელი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მოდულის შენობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა უფლებადამცველმა აღნიშნა, ფიზიკური დაზიანებები ხილულია.

„მას უფლებადარღვევებზე ჰქონდა საუბარი. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელიც თვალსაჩინოა. როგორც ვიცი, ნახა უკვე ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს და როგორც ვიცი, მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბრალთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება და არანაირი შეტყობინება არ მისვლია. სახის არეში აღენიშნება შეშუპება. ხელის არეში და ფეხის არეში აქვს დაზიანებები, სილურჯეები., როგორც ამბობს, დაზიანებები დაკავების დროს მიაყენეს“ – აღნიშნა ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები