სოსო გოგაშვილი ადვოკატმა მოინახულა, ის დაკავების მოტივებზე საუბრობს

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ერთ-ერთი ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე შეხვდა. როგორც ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა მედიას განუცხადა, მისი დაკავება იმ მასალების გამოქვეყნებას ეხებოდა, რომელსაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში გეგმავდა.

„თავს გრძნობს მხნედ და არის ბრძოლისუნარიანი. როგორც გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ დაკავებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს. ის მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე. როგორც ამბობს, აქვს კონკრეტული შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები, თუ რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში და ამ დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა რამდენიმე დღის გამავლობაში. როგორც აცხადებს, ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს რამდენიმე დღეში, სწორედ ამის გამო და იმ პოსტის გამო, რომელიც გამოქვეყნდა მისი მხრიდან ამ ყველაფრის პრევენციისთვის მოხდა მისი დაკავება“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ სანდო ხელშია.

 

მსგავსი თემები