„ასეთ სისულელეებზე არასდროს მისაუბრია“ – მეუფე ყველაფერს უარყოფს

სუს-ის მაღალჩინოსნის მეუღლის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააკეთა. მეუფე უარყოფს, რომ მან სოსო გოგაშვილს მისი ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, – ასეთია მეუფეს განცხადება.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მეუფე იაკობი მათ სახლში მივიდა და სოსო გოგაშვილს 3 გვარი დაუსახელა, ვინც მის ლიკვიდაციას ამზადებდა.

„მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ პარტიიდან მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი“ – გოგაშვილის მეუღლე

მსგავსი თემები