„მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ პარტიიდან მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი“ – გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსმის მეუღლე აცხადებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა მის მეუღლეს მიაწოდა ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ.

„სოსოს ჰქონდა მოლოდინი, რომ მას დააკავებდნენ. მასალები, მტკიცებულებები, რაც მას გააჩნდა, მოასწრო და უცხოელებს უკვე გადასცა.  შევეწირები და სიმართლე გაიმარჯვეს. მეუფემ დაურეკა ჩემს მეუღლეს და უთხრა, რომ პირადი საქმე ჰქონდა. მოვიდა და ეუბნება დაგეგმილიაო შენი ლიკვიდაცია. პარტიიდანო, ანუ, ღარიბაშვილი-ლილუაშვილისგან და ივანიშვილისგანო. ეს გვარები დაუსახელა. გამოვიდეს მეუფე იაკობი, ბიბლიაზე დადოს ხელი და დაიფიცოს, თუ მე ვიტყუები“ – აცხადებს სოსო გოგაშვილის მეუღლე.

მსგავსი თემები