ოდესაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი იერიშის შედეგად არიან დაღუპულები და გარდაცვლილები. ამჯერად, ოკუპანტებმა იერიში ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე მიიტანეს. სარაკეტო თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 30-ზე მეტია. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. რუსეთის ჯარებმა დარტყმა მაღასართულიან კორპუსზე მიიტანეს.

 

მსგავსი თემები