„დეკემბერი – იანვარი იქნება მძიმე“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„შემთხვევების და სიკვილიანობის მაჩვენებელი ისევ მაღალია, ჯერ – ჯერობით არ არის საუბარი იმაზე, რომ მილევისკენ მიდის ეს ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, დეკემბერი – იანვარი იქნება ისევ მძიმე დაავადების ზრდის და სიკვდილიანობის თვალსაზრისით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა, გიორგი კამკამიძემ განაცხადა.

სპეციალისტი ვაქცინაციის დაგვიანებაზე და რისკ – ჯგფებზე საუბრობს, მისივე თქმით ვაქცინაციის მაჩვენებელი 60 %  კი დაბალი ნიშნულია:

„ისევ ვხედავთ, რომ ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანებში დაბალია ვაქცინაცია და მათ გაურკვევი მიზეზების გამო უარეს ეუბნებიან აცრაზე, პრობლემა გვაქვს ასევე მაღალი ასაკის მქონე ადამიანებში ვაქცინაცია, ეს არის 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ჩვენთან ამ ადამიანების 30% არის აცრილი, მოსახლეობის ამ ნაწილში აუცილებელია გაძლიერება ვაქცინაციის,“ – განაცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები