„პოლიტიკური ამნისტია უნდა გამოცხადდეს“ – ეკა გიგაური

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესს „საერთაშორისო საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც უერთდება. ის, დღეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც „შერიგების“ შესაძლო ვარიანტები განიხილეს.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება.

„იცით, რომ ჩვენი სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, მესამე პრეზიდენტთან მიმართებით. ასევე სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებით. შესაძლებელია, ვიფიქროთ  ფართომასშტაბიან ამნისტიაზეც, პოლიტიკურ ამნისტიაზე ყველასთვის. მისგან ვნახე მიმღებლობა, ის ძალიან რეალისტურად უყურებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას”,  – განაცხადა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან.

დღეს, პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან თუ ორგანიზაციასთან. ე.წ. შერიგების თემაზე შეხვედრები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები