მიხეილ სააკაშვილის საქმეში, მესამე მხარედ უკრაინელი სახალხო დამცველი ჩართეს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის საქმეში, მესამე მხარედ უკრაინის რადას წარმომადგენელი ლუდმილა დენისოვა ჩაერთვება.

„სააკაშილი გადაღლილია. ეს მას ვიზუალურადაც ეტყობა. ამიტომ, ჩვენი შეხვედრა დიდხანს ვერ გაგრძელდა. სამართლებრივი მუშაობის მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა. არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი. სიახლე ის, რომ ევროსასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას გამოუგზავნა წერილი, რომ ის იქნება მხარე ამ საქმეში. ის ასევე არის   უკრაინის რადას წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში“ -განაცხდა  ჰოსპიტლიდან გამოსულმა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

„ჩვენ გვექნება თხოვნა მსოფლიო თანამეგობრობისთვის, რომ უფრო მკაფიოდ შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის საქმე და მეტი ყურადღება მიაქციონ ამ თემას. არ ვიზიარებთ პოზიციას, რომ სააკაშვილი უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა“ – აცხადებს ადვოკატი.

უკრაინული მხარე ითხოვს, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ და ყველა იმ პროფილის ექიმის ჩართონ, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება.

 

მსგავსი თემები