აშშ-მ „ბუსტერის“ 16-17 წლის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, ე.წ. ბუსტერის სახით „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის 16-17 წლის მოზარდებში გამოყენების ნებართვას იძლევა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ე.წ. ბუსტერის გამოყენება რეკომენდირებულია აცრის მეორე დოზიდან 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ბუსტერი  „ომიკრონითა“ და სხვა ვარიანტებით დაინფიცირებისგან დაცვას აძლიერებს.

მსგავსი თემები