გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსკორტმა დატოვა

რამდენიმე წუთის უკან, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ექსკორტი გავიდა. გამორიცხული არ არის, ექსკორტით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა ხდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის განცხადება არ გაკეთებულა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კი 11:00 საათზეა ჩანიშნული.   

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. როგორც თავად ბრალდებული მესამე პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად დაესწროს სასამართლო პროცესს.

საქმის განმხილველი მოსამართლე აცხადებს, რომ თუ პროცესს ბრალდებული არ დაესწრება, სასამართლო არ გაიმართება.

მსგავსი თემები