მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იკრიბებიან. ისინი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გამართავენ.  

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსული ექსკორტი თბილისის საქალაქო სასამართლოშ უკვე შევიდა. დიდი ალბათობით, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს.

მსგავსი თემები