ისრაელმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვარი ჩაკეტა

დღეიდან, ისრაელში უცხოეთის მოქალაქეების ვერ შევლენ. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის ახალი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელებაა.  

რაც შეეხება ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნიდან იყვნენ გასულები, მათ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ მკაცრი წესების დაცვით შეეძლებათ.  

კერძოდ, ისრაელის მოქალაქემ „პისიარ“ ტესტი აეროპორტში უნდა გაიკეთოს და კარანტინში გადავიდეს. სამი დღის შემდეგ კი „პისიარ“ ტესტი მეორედ უნდა გაიკეთოს. ორჯერ უარყოფითი პასუხი მოქალაქეებს კარანტინიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს.

ადამიანები კი, რომლებიც მეორე ტესტს არ გაიკეთებენ, კარანტინში 14 დღის გატარება მოუწევთ.

ახალი, გამკაცრებული რეგულაციით, ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აეკრძალათ და აეროპორტიდან სახლში კერძო ავტომობილით ან ტაქსით უნდა წავიდნენ.

მსგავსი თემები