„შე უნამუსო შენა…ასე გაიქცევი ყოველთვის“ – დაპირისპირება მელიასა და კობახიძეს შორის

„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე ნიკანორ მელიასა და პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ელჩებთან შეხვედრიდან გამოსულ ირაკლი კობახიძეს ნიკანორ მელიამ და აქტივისტებმა მედიასთან განცხადების საშუალება არ მისცეს და უნამუსო ეძახეს. ირაკლი კობახიძემ კი ტერიტორია დატოვა.

მელია და კობახიძე დაცვის თანამშრომლების ჩარევით აარიდეს ფიზიკურ დაპირისპირებას. „შე უნამუსო შენა… ასე გაიქცევი ყოველთვის“ – ასე მიმართა მელიამ კობახიძეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ევროკაშირის ოფისში მიმდინარეობდა. ელჩის ოფისში შეხვედრა ირაკლი კობახიძემ გამართა, რის შემდეგაც დიპლომატთან შეხვედრაზე ნიკანორ მელია უნდა შესულიყო.

მსგავსი თემები