„ომიკრონასაც“ აქვს გართულებები, თან, საკმაოდ მძიმე“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“    

„ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებლები – 16 000-მდე შემთხვევა, გასაკვირი არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით. ეს ციფრი კიდევ გაიზრდება და დღეში 20-25 000-მდე ავალთ“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართა“ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, მოსახლეობამ არასწორად გაიგო ის, რომ „ომიკრონი“ საშიში არ არის.

„ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ. ეს ყველაფერი შედეგია იმისა, თუ როგორ დავხვდით „ომიკრონს.“ რატომღაც, მოსახლეობამ არასწორად მიიღო ინფორმაცია, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტია და ის არ გამოიწვევდა გართულებებს. „ომიკრონსაც“ აქვს გართულებები და თან, საკმაოდ მძიმე. ახლა მაინც უნდა იყოს ეს სიგნალი იმისა, რომ მაქსიმალურად გავითავალისწინოთ რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გააქტიურება, რაც ძალიან მცირეა. ასევე, ძალიან მცირეა პირველადი აცრები, რაც 2 000-ის ფარგლებშია და ეს არანაირ მაჩვენებელს არ წარმოადგენს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიცენტრ მთავართან“.

პროფესორის შეფასებით,  ვაქცინაცია არის ის გარანტი, რომელიც დაიცავს პაციენტებს რეანიმაციულ განყოფილებებში მოხვედრისგან და გარდაცვალების რაოდენობასაც მაქსიმალურად შეამცირებს.

 

 

მსგავსი თემები