„პროვოკატორი და ხულიგანი“ – ირაკლი კობახიძე ნიკანორ მელიას

  •  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელიას შორის, ევროკავშირის ოფისის გარეთ დაპირისპირება მოხდა.

„ეს არის როგორ აწყობენ პროვოკაციებს, ეს ნაძირლები! პროვოკატორი! ხულიგანი, უინტელექტო! შენ ნაძირალა!“, – ასე მიმართა კობახიძემ მელიას, რომელმაც მას ჟურნალისტებთან საუბრის შესაძლებლობა არ მისცა და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

სიტყვიერი შეურაცხყოფა კობახიძეს მელიამაც მიაყენა. დაპირისპირებული მხარეები კი დაცვის თანამშრომლებმა დააშორეს.

შეგახსენებთ, რომ, დღეს, ევროკავშირის ოფისში პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის მიყოლებით იკრიბებიან. პირველი შეხვედრა სწორედ მმართველ გუნდთან მოხდა, რის შემდეგაც, დიპლომატებს ოპოზიციური არტიის წარმომადგენლები ხვდებიან.

როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, სასაუბრო თემა არჩევნები იყო.

მსგავსი თემები