„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დიპლომატებს ხვდება

  •  

ამ წუთებში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ოფიციალურ შეხვედრა მართავს.

შეხვედრის დაწყებამდე სასაუბრო საკითხებთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა, არის ვარაუდი, რომ მთავარი თემა, სწორედ გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილები იქნება, სადაც ელჩებიც ფიგურირებენ.

მოსმენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი, გუშინ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა და თქვა რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას. ჰარცელის საპასუხოდ კი ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ მან დიპლომატიურ სტანდარტებს ცოტა გადააცილა.   

მსგავსი თემები