პირველად სპორტულ სამყაროში, ბათუმის რაგბის სტადიონზე სპორტსმენების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობით სპორტული რთველი გაიმართა.
„სპორტული რთველი ერთიანი საქართველოსთვის“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ინიციატივითა და ორგანიზებით აჭარაში, ბათუმის რაგბის სტადიონზე შედგა.
როგორც კლუბის ხელმძღვანელმა – ზვიად უნგიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იყო პირველი მასშტაბური, კულტურული და სანახაობრივი ღონისძიება, რომლის ფარგლებში საქართველოს კუთხეებიც გაცოცხლდა.
ზვიად უნგიაძე: „სპორტულ რთველში მონაწილეობდნან დამსახურებულ სპორტსმენები, სპორტის ქომაგები და ხელისუფლების წარმომადგენლები. დავკრიფეთ 2 ტონა რქაწითელი, რომელიც იქვე, სარაგბო კლუბის ტერიტორიაზე დავწურეთ, ღვინოს კი კლუბის წევრებსა და სტუმრებს სიმბოლურ საჩუქრად გადავცემთ. ეს არ იყო მხოლოდ ღვინის დაწურვის ცერემონიალი, იქვე მოვაწყვეთ სპეციალური კუთხე, სადაც წარმოადგენილი იყო საქართველოს სამი კუთხე – სამეგრელო, გურია და აჭარა. კერძოედ კი მათი ტრადიციული სამზარეულო.“ღონისძიება აჭარული, გურული და მეგრელი კერძების დაგემოვნებითა და ამავე კუთხეების ხალხური ცეკვა-სიმღერებით დასრულდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსახურებულ სპორტსმენებსა და ქომაგებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.