„შიშით ფეხები მიკანკალებს“ – კალაძე ოპონენტებთან დებატებზე

  •  

თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მერობის კანდიდატებთან შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მისი თქმით, გახარია ანა დოლიძისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან არაფრით განსხვავდება და მასთან ცალკე დებატს გამორიცხავს.

უფრო მეტის, როგორც კალაძე ამბობს, ცალ-ცალკე არც ერთს არანაირი ძალა არ აქვს.

„შიშით ფეხები მიკანკალებს” – ასე გამოეხმაურა კალაძე ოპონენტებთან დებატზე დასმულ კითხვას.

“მზად ვარ დებატებისთვის, თვრამეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს, ნეიტრალურ ტელევიზიაში, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ იყვნენ წარმოდგენილები. ესენი არავისგან განსხვავდებიან, არც ანა დოლიძისგან, არც რიჩარდისგან, არც რეიტინგებით, არაფრით განსხვავდებიან, არც თავიანთი წარსულით, არც აწმყოთი ან მომავლით“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები