ვაქცინაცია 12 წლის ასაკისთვის

მსოფლიოს გარკვეული ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 12 წლის ასაკიდან იწყებენ. მართალია, მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს ჯერ არ მიუღია, თუმცა, აქტიურად განიხილება, რომ განსაკუთრებული საჭიროების და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყოს.

12 წლის ასაკიდან აცრა უკვე დაამტკიცა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ. საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც ბავშვებს 12 წლიდან შეეხებათ.

ადგილობრივი ჯანდაცვის პროდუქტების ორგანოს (SAPHRA) ინფორმაციით, ვაქცინა უსაფრთხოა და ის მოსახლეობის გადასარჩენად აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში,  მოსახლეობის 28 პროცენტს სწორედ 15 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ.

მსგავსი თემები