„არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად შემოხაზოთ“ – ტარიელ ნაკაიძე ირაკლი ღარიბაშვილს

„მე ქართველი მუსლიმი ვარ და არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად შემოხაზოთ და მონიშნოთ“, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. 

დეპუტატმა განაცხადა, რომ  პარასკევს, პლენარულ სხდომაზე  მის დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხი ვერ მიიღო. 

„ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ავაშენებთ ეკლესიებს, სინაგოგებს და თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს სულიერების უმთავრესი საკითხია. უფლებას არ მოგცემთ, გვერდი აუაროთ ჩვენს კითხვებს, საქართველო ჩვენი სამშობლოა, ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს. შეგვეჯიბრეთ პატრიოტიზმსა და საქართველოს სიყვარულში“, – მიმართა პრემიერ-მინისტრს ტარიელ ნაკაიძემ.

მსგავსი თემები