„გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში“ – მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს

„გავეცანი მთავრობის ანგარიშს და გამიჩნდა ერთი კითხვა – ვისი ანგარიშია ეს? ეს არის პრემიერ გახარიას ანგარიში, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოღალატე უწოდა, რომელმაც თანამდებობის დატოვებიდან  სამი თვის შემდეგ განაცხადა, რომ კორუფცია და ნეპოტიზმია  სისტემაში“ – ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

„ლელოს“ თავმჯდომარის შეფასებით, ანგარიში გაშვებული შესაძლებლობების ქვეყნის შესაფერისია.

„იზიარებთ თუ არ თქვენ ამ მდგომარეობას  და თუ იზიარებთ, მაშინ რატომ ერთი სიტყვით მაინც არ თქვით ამ სისტემური ყველაზე დიდი პრობლემის შესახებ, რომელიც აფერხებს ჩვენ წინსვლას.  მე ამ ანგარიშს დავარქვი გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში  ისევე, როგორც გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა. თქვენ გახსოვთ, რომ მე ვიყავით ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მხარს გიჭერდათ როდესაც ხელისუფლებაში მოხვედით და იყო დიდი იმედი, რომ მოხდებოდა გარღვევა. ვერანაირი დიდი იდეა თქვენ ამ ქვეყნაში ვერ განახორციელეთ“, – განაცხადა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები