„უნდა მოხდეს ციხე-სიმაგრეების პრივატიზაცია“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დროა, სახელმწიფომ პრივატიზების ნუსხა გააფართოვოს და ამ ნუსხაში ციხე-სიმაგრეებიც მოხვდეს.  

„იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ, არაფრის მესაკუთრეები არ ვიყავით, ჩვენ უბრალოდ არ ვფიქრობთ ისეთ რამეებზე, რომელსაც უზარმაზარი ფასი აქვს. ჩემი ოცნება ახდა და პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მოსახლეობას ვუთხარი რისი მეპატრონეები არიან.  დადგა დრო, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ისინი არიან ძალიან მდიდრები და ნებისმიერი დაბადებული ბავშვი, მხოლოდ იმ ვალებით კი არ იბადება, რომელიც ჩვენ ავიღეთ, არამედ ისინი იბადებიან მემკვიდრეობით, რომელიც მათ მშობლებს არ მოუთხოვიათ არასოდეს, შესაბამისად ვერ გადაუციათ თავისი შვილებისთვის… უნდა მოხდეს საქართველოში მდებარე ციხე-სიმაგრეების პრივატიზაცია, რომ არ დაინგრეს და მათ ჰყავდეს ისეთი პატრონი, ვინც შეიძლებს ამ ქონების მიხედვას“ – განაცხადა მეგრელიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები