„ფასები მსოფლიო ბაზარზე და საქართველოშიც შემცირებულია,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში“, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით სუბსიდირების 6 თვიანი პროგრამა იწურება და მეწარმეებს თავად ექნებათ უფლება ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ. დოლიძე თვლის, რომ გადაწყვეტილება სწორია:
„ხორბლის გაიაფების გამო სუბსიდირების პროგრამა წყდება, ყველა მეწარმეს აქვს უფლება თვითონ დაადგინონ ფასი, სუბსიდირება არის დახმარება და ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება.
დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი პურის მწარმოებელია, ფასის ზრდა არ იქნება ძალიან დიდი, შესაძლოა 5 – 7 თეთრით გაძვირდეს, მე ვსაუბრობ ძირითადად ქარხნულ პურზე, რომელიც არის მასიური წარმოების პური.
მე მიმაჩნია, რომ წყლის გადასახადი საქართველოში ასეთი მაღალი არ უნდა იყოს, ეს მოქმედებს ცხადია პურის ფასზე, წყალი ჩვენთვის ნედლეული არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ როცა პირველადი მოხმარების პროდუქტია, ფასები პურის მწარმოებლებისთვის სხვაგვარად უნდა დარეგულირდეს,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.