თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 900-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 7 926 ადამიანი. დაშავდა თითქმის 40 000 ადამიანი.

ასობით ადამიანი ჯერ ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება, რის გამოც მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას ელიან.

ამასთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

მსგავსი თემები