“თუ ენდობით ჩემს გამოცდილებას, მას აუცილებლად დაიჭერენ” – შალვა ნათელაშვილი გიორგი გახარიაზე

პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ივანიშვილის განცხადებაზე წერენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკურ რჩევას აძლევს:

„გიორგი გახარიას დარჩა ერთადერთი გზა ამხილოს და მკვეთრად დაუპირისპირდეს პირადად ბიძინა ივანიშვილს.  ყოველგვარი რევერანსები ახლა ზედმეტია.სხვაგვარად თუ ენდობით ჩემს გამოცდილებას, მას აუცილებლად დაიჭერენ,“ – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები