გიორგი გახარია მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის თბილისის მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს. როგორც მან მედიასთან განაცხადა, მასზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს.

გიორგი გახარია პარტიაში ყველას ეპატიჟება და კარს უხსნის.

„ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია, თვალი გაუსწოროს სიმართლეს, რომელსაც ჰყოფნის სითამამე, ეს სიმართლე წარმოთქვას და აღიაროს ქვეყნის, მოქალაქეების წინაშე და რომელსაც შესწევს ძალა, არა სხვებზე ხელის გაშვერითა და მითითებით, არამედ ყოველდღიური ქმედებით, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, ყოველდღიურად იშრომოს, ემსახუროს სახელმწიფოს. სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული ჩვენი მოქალაქე და სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი სამშობლო დღეს, გლობალურად უზარმაზარი გამოწვევების ეპოქაში“ – განაცხადა გახარიამ. ​

მსგავსი თემები