ყოფილი პრემიერის განცხადებით, ქვეყანას კორუფცია და ნეპოტიზმი ანგრევს

გიორგი გახარია ქვეყნის სისუსტეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა კორუფცია, ნეპოტიზმი და სუსტი ინსტიტუტებია. აღნიშული განცხადება მან პარტიის – „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე გააკეთა.

„ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ნეპოტიზმი, ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.  რა არის ჩემთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი? კატეგორიულად, პრინციპულად მიუღებელი არის ის, რომ „ქართული ოცნება“, პარტია, იმასაც კი, სადაც მართლა თანხმდება და გარკვეული მიღწევები და პროგრესი ჰქონდა, იმასაც დღეს თავისი წარმატების დასაფიქსირებლად ადარებს 10-15 წლის წინანდელ წარსულს. ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს არის ის, რაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას კლავს. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს მიზნად უნდა დავისახოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს დღევანდელზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე.

მსგავსი თემები