„არავის პროექტი ვყოფილვარ და არც ვიქნები“ – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტია.  

„არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პროექტს ეხებოდა.

გიორგი გახარიამ დღეს პარტიის პრეზენტაცია გამართა და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაასახელა. ასევე, განმარტა, რომ ის არც ერთ კითხვას გაურბის და მზადაა, ყველას პასუხი გასცეს.

მსგავსი თემები