„ყალბი დიპლომი ნაზიბროლა ჯანეზაშვილს“ – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ დაპირიპირებაა

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს ყურმოჭრილ მონას უწოდებს და მისი დიპლომის სიყალბეზეც მიანიშნებს.

„ჩვენი პოლიტიზირებული NGO-ების ”მამებისათვის” და ”დედიკოებისათვის” იმას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ყალბი დიპლომი აქვს თუ არა მათ ფავორიტს ნაზიბროლა ჯანეზაშვილს, არამედ იმას, რომ იგი(ნაზიბროლა) იმავე NGO-ების “მამების” და ”დედიკოების” ყურმოჭრილი მონა იყოს და აღასრულოს ის, რაც მათთვის არის მისაღები.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ლეგენდარული ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ ნიკარაგუის ოდიოზური დიქტატორის – ანასტაზიოს სამოსა გარსიას მიმართ წარმოთქმული საყოველთაოდ ცნობილი აპოკრიფიც: “სამოსა შეიძლება ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია” – წერს სერგო მეთოფიშვილი.

მსგავსი თემები