თამარ ჩუგოშვილი მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს

  •  
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლა აკრძალული არ არის. „არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს.

მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის შენობის წინ 17 კარავია გაშლილი. ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობის მიზნით პარლამეტთან მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დარჩნენ. ღამემ პრობლემების გარეშე ჩაიარა.

მსგავსი თემები