“ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც” – ვარლამ გოლეთიანი

ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანმა გუმათის დასახლებაში, პოლიციის მიერ მოწყობილ რკინის ღობესთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ დღესაც იგივე გეგმა აქვთ, რაც ჰქონდათ გუშინ.

„ზოგადად, ასე დავგეგმეთ, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს და ეს ბრძოლა არ დამთავრდება საზოგადოების სასარგებლოდ, აქ იქნება აქცია. ყოველდღიურად, საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და მათ შორის, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც მშვიდობიანი ფორმით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა. ჩვენ მშვიდობიანი გზით ვახდენთ ლუსტრაციას იმ პროცესისა, რაც აქ ხდება. ის, რომ აქედან გვიშვებდნენ მაგალითად უპრობლემოდ, მაშინ ეს რკინის ფარდაც არ იქნებოდა. ეს ხომ აღმართულია ჩვენ გამო, რომ არ გადაგვიშვან მეორე მხარეს, ეს გასაგებია, მაგრამ ზოგადად, ამ ბარიკადის არსებობა არის პარადოქსი. არ შეიძლება, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი თემები