„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები გათავისუფლდნენ

​გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე 8 პირი, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს,  დღეს სასამართლოს შენობიდან გათავისუფლდნენ. წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში დაკავებულების პროცესი გადაიდო.

სასამართლო სხდომა 4 ივნისს ჩაინიშნა. დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა, სადაც საუბარი იყო დამატებითი მტკიცებულებების გაცნობის საჭიროებაზე, რისთვისაც ადვოკატმა დრო ითხოვა. მოსამართლემ კი, საქმის განხილვამდე, რვავე პირი  გაათავისუფლა.

რვავე პირს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

მსგავსი თემები